დაამატე განცხადება საკუთარი საბანკო რეკვიზიტებით 

#ერთადსიკეთისთვის #4წლის #ნინა #გააზიარეთ

"ყველა #დედას მინდა მუხლებზე დაჩოქილმა ვთხოვო, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს, #გადამირჩინეთ შვილი გემუდარებით. 22 000ევროა საჭირო ჩემი შვილის გადასარცენად"

 

#გთხოოვთ ყველას 1 ლარიც კი გადამწყვეტია!!!!

 

ნინა ჯერ მხოლოდ 4 წლის არის და თავისი სიცოცხლის მესამე წელს საავადმყოფოში ატარებს. უმძიმეს მდგომარეობაშია პატარა ანგელოზი. ნინა 5 თვის დაიბადა, სულ 950 გრამს იწონიდა, ექიმებს იმედი არ ქონდათ მისი გადარჩენის მაგრამ ინკუბატორში ყოფნის პერიოდში სასწაულებრივად გადარჩა.

 

შემდეგ 1 წლის იყო როდესაც სუნთქვა შეწყვიტა, ხროტინებდა, გალურჯდა და პატარა #გული გაუჩერდა.

სანამ პატას გული გაჩერებული იყო და სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა განუვითარდა თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რამაც გამოიწვია მხედველობის სრული დაკარგვა და ბავშვის ურეაქციობა.

პატარას თანხმლები ავადმყოფობის არაერთი პრობლემა განუვითარდა პერიოდულად არასწორი და უშედეგო მკურნალობის შედეგად, 2 წლის წინ თავის ტვინზე ჩაუტარდა რამდნეიმე ოპერაცია.

 

თანხმლები დაავადებებია:

-სუნთქვის მწვავე უკმარისობა

-თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება

-მხედველობის ნერვის ატროფია

-რესპირატორზე დამოკიდებულება

-ჰიდროცეფალია

-ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით

-სპასტიური ცერებრული დამბლა

-ტრაქეოსტომის მოვლა და არსებობა

-ასპირატორზე დამოკიდებულება

-ფოლიუმდეფიციტური ანემია

-მწვავე ბრონტოქსი

 

აქამდე სახელმწიფო დაფინანსებით, ფონდების დახმარებით, ხალხის შეგროვებული თანხებით და ოჯახის ყველანაირი ფინანსური სახსრების მოძიებით მოვიდა პატარა ანგელოზი და აგრძელებს სიცოცხლეს. ეხლა კი ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება. ნინას სასწრაფოდ ესაჭიროვება გერმანიაში გადაყვანა, საქართველოში ექიმებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, ერთად ერთი შანსი ნინას #გადასარჩენად გერმანიაა რომლისთვისაც 22 000 ევრო ესაჭიროება.

 

დედა (ივეტა): "ყველა დედას მინდა მუხლებზე დაჩოქილმა ვთხოვო, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს, გადამირჩინეთ შვილი გემუდარებით, არანაირი საშუალება არ მაქვს ჩემი ძალებით წავიყვანო გერმანიაში, მხოლოდ თქვენს იმედად ვარ დარჩენილი, გულით მჯერა

რომ ჩემი შვილის გასაჭირს გულთან მიიტანენ და მარტოს არ დაგვტოვებენ ამ ჯოჯოხეთში. მეც მინდა ჩემი შვილი ჩავიკრა მკერდში"

მეგობრებო გავერთიანდეთ ყველა, დავეხმაროთ სულ მცირედით, 1 ლარიც კი გადამწყვეტია, ყოველი წამი და წუთი გადამწყვეტია ნინას სიცოცხლისთვის. ყველამ

გავიზიაროთ დედის ტკივილი და მწუხარება, სულ 1 წამით წარმოდგენაც კი ურთულესია დედის ადგილზე ყოფნა. მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს ყველას ნინას გადასარჩენად.

გთხოვთ აუცილებლად გააზიარეთ პოსტი რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

 

თანხის შეგროვება დასრულებულია!

ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები

  • საქართველოს ბანკი: 

  • თიბისი ბანკი: 
  • ლიბერთი ბანკი: 
  • ტერა ბანკი:
  • ბაზის ბანკი:

 

გაფრთხილება!!

მითითებული საბანკო ანგარიშები წარმოადგენის ბენეფიციარის ან ბენეფიციარის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებს და თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ირიცხება შუამავლების გარეშე პირდაპირ ბენეფიციართან. 

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია თედიაშვილის ფონდი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას და არ აქვს არანირი შეხება ფინანსურ საკითხებთან.

 

პოსტის ტექსტი დაწერილია ოჯახის მიერ.

 

პოსტის ყველა ფოტო სურათი გადაღებულია და მოწოდებულია განსათავსებლად ოჯახის მიერ.

 

#ფონდის_ელ.ფოსტა: tediashvilisfondi@gmail.com

 

#ვებ_გვერდი: www.tediashvili.ge

 

#Facebook: facebook.com/tediashvilispondi

 

#Youtube: youtube.com/@tediashvilisfondi

 

გადამირჩინე შვილიგერმანიის მკურნალობის კალკულაციაგერმანიის მკურნალობის კალკულაცია 1ნინას ფორმა 100 გვ.1ნინას ფორმა 100 გვ.2ნინას ფორმა 100 გვ.3ნინას ფორმა 100 გვ.4

მოხალისე

გახდი მოხალისე და აკეთე სიკეთე. შეგიძლია შექმნა შენი სივრცე და ჩვენთან ერთად დაეხმარო ყველა იმ ადამიანს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მკურნალობისთვის, ოპერაციისთვის თუ მედიკამენდებისთვის თანხების მოძიება ან საკვებით და ტანსაცმლით დახმარება. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ერთად ყველაფერს დავძლევთ.

გაიგე მეტი